aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„გაზპრომთან“ გაფორმებულ ახალ ხელშეკრულებას გამოკითხულთა უმეტესობა ნეგატიურად აფასებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

„გაზპრომთან“ გაფორმებულ ახალ ხელშეკრულებას IRI-ის მიერ  გამოკითხულთა უმეტესობა ნეგატიურად აფასებს.

შეკითხვაზე: „როგორ შეაფასებდით „გაზპრომთან“ ხელშეკრულების შეცვლას?” – უარყოფითი პასუხი გამოკითხულთა 58 %-მა გასცა.
ახალ ხელშეკრულებას პოზიტიურად აფასებს 11 %, 16 %-მა განაცხადა, რომ „არც პოზიტიურად და არც ნეგატიურად“, ხოლო 15 %-ს შეკითხვაზე პასუხი არ აქვს.

გამოკითხვა 22 თებერვლიდან 8 მარტის პერიოდში ჩატარდა. მის ფარგლებში 1 501 რესპონდენტი გამოიკითხა.

„გაზპრომ–ექსპორტის“ ხელმძღვანელობა და ქართული ხელისუფლება ფულადი ფორმით გადახდაზე შეთანხმდნენ. ადრე საქართველო ტრანზიტის საფასურის სახით ბუნებრივი აირის სატრანზიტო მოცულობების 10%-ს იღებდა.

იტვირთბა....