aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

გავრცელებული ინფორმაციით წულუკიანი და ქუმსიშვილი თანამდებობას ტოვებენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დღეს სამთავრობო ცვლილებები მოხდება და თანამდებობას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დატოვებენ.

დღეს “ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება, რომელსაც პრემიერიც დაესწრება და ერთ-ერთი განსახილველი თემა, სწორედ სამთავრობო ცვლილებები იქნება.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე, არასამთავრობო ორგანიზაციები, საზოგადოების ნაწილი, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილი, აქცია #ნუმომკლავ მონაწილეები იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვენ. მათი განცხადებით, სწორედ წულუკიანმა დანიშნა თანამდებობაზე ირაკლი შოთაძე და ამიტომ მთავარი პროკურორის ბედი უნდა გაიზიაროს იუსტიციის მინისტრმა და თანამდებობა დატოვოს.

რაც შეეხება დიმიტრი ქუმსიშვილს – გავრცელებული ინფორმაციით, მას თანხების გაფლანგვაზე მოუწევს პასუხის გაცემა.

იტვირთბა....