aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო აშშ-მ დატოვა

aviabiletebi
ავიაბილეთები

გაერო-ში აშშ-ს მუდმივმა წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-მ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭო დატოვა.

„აშშ ოფიციალურად ტოვებს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს, ვინაიდან ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ჩვენ ვამბობდით, რომ გავაკეთებთ ამას, თუ პროგრესს ვერ დავინახავთ. უკვე დიდი ხანია რაც ეს საბჭო ადამიანის უფლებების დამრღვევთა დამცველი და პოლიტიკურად ანგაჟირებული გახდა. სამწუხაროდ, ახლა ნათელი გახდა, რომ ჩვენ მოწოდებებს ამ ორგანოს რეფორმირების შესახებ ყურადღება არავინ მიაქცია. ადამიანის უფლებების დამრღვევები რჩებიან საბჭოს შემადგენლობაში. მსოფლიოში ყველაზე არაადამიანური რეჟიმები კვლავ აყალიბებენ კრიტიკულ დღის წესრიგს, საბჭო კი კვლავ იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა ნიკი ჰეილიმ.

იტვირთბა....