aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

გაბაშვილი: ნარჩენების ღამის საათებში გატანა საცობის პრობლემას ვერ გადაჭრის

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის საკრებულოს წევრმა ფრაქცია “ევროპული საქართველოდან” გიორგი გაბაშვილმა საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღამის საათებში გატანის ინიციატივაზე განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, ნარჩენების გატანის პროგრამა, საცობის პრობლემას ვერ მოაგვარებს.

გაბაშვილს საცობების მოგვარების ერთ-ერთ მეთოდად ტრამვაის ხაზის გაყვანა მიაჩნია და მისი თქმით, ეს თემა ტრანსპორტის საკითხებისა და ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიების გაფართოებული სხდომაზე დააყენა.

“პასუხად მივიღეთ, რომ ტრამვაის ხაზის მშენებლობა ძალიან ძვირია. ვიცით, რომ ძალიან ძვირია, მაგრამ საუბარია პროექტის შემუშავებაზე. თუ მუშაობა არ უნდათ და ისე უნდათ ტრანსპორტის პრობლემის მოგვარება იმით, რომ იტყვიან, საღამოს საათებში გაიტანეთ ნაგავიო, ასე თბილისში საცობების პრობლემა არ მოგვარდება. არცერთ ქალაქში არ გვარდება საცობების პრობლემა ნაგვის საღამოს გატანით, არამედ გვარდება ტრანსპორტის მოწესრიგებით”, – განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოში ტრანსპორტისა და ურბანული კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.

თბილისის მერიის ინიციატივით კი, ნარჩენების გატანის საპილოტე პროგრამა, რომლის მიხედვითაც ნაგვის მანქანები ღამის 10:00 საათიდან 00:00 საათამდე ივლიან, შესაძლოა პირველ ეტაპზე ცენტრალურ ქუჩებზე დაიწყოს.

იტვირთბა....