aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბუტა რობაქიძის საქმეზე მოსამართლე განაჩენს 18 დეკემბერს გამოაცხადებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბუტა რობაქიძის საქმეზე მოსამართლე განაჩენს 18 დეკემბერს, 12:00 საათზე გამოაცხადებს. დღეს, თითქმის ხუთწლიანი განხილვის შემდეგ გამართულ ბულო სასამართლო სხდომაზე მხარეებმა რეპლიკებით და საბოლოო სიტყვებით ისარგებლეს. დასკვნითი სიტყვით ისარგებლა საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ზურაბ მიქაძემ.

ამასთანავე, პროკურატურამ საქმეზე ბრალდებულ ზაზა ბაქრაძისთვის საპროცესო შეთანხმების პირობები სასამართლოს გააცნო. პროკურატურა ზაზა ბაქრაძისთვის სამი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთის მისჯას ითხოვს, რაც პირობით მსჯავრად უნდა გარდაიქმნას. ამავე პირობების მიხედვით, ზაზა ბაქრაძეს დაეკისრება 5000 ლარიანი ჯარიმა.

დაეთანხმება თუ არა სასამართლო ბაქრაძისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებას, ეს 18 დეკემბერს გახდება ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ ხუთი ბრალდებულიდან ბრალს მხოლოდ ერთი, ზაზა ბაქრაძე აღიარებს.

გურამ დონაძე, ზურაბ მიქაძე, ირაკლი ფირცხალავა და დავით იაშვილი კი თავს უდანაშაულოდ ცნობენ. შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსნებს გამოძიება უფლებამოსილების გადამეტება ედება.

იტვირთბა....