aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბურჯანაძე: “ბოკერია, უგულავა და ივანიშვილი ერთმანეთს საიდუმლოდ შეხვდნენ “

aviabiletebi
ავიაბილეთები

“დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის ინფორმაციით, გიგა ბოკერია, გიგი უგულავა და ბიძინა ივანიშვილი ერთმანეთს შეხვდნენ. მათი შეხვედრის მთავარი მიზანი კი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ნინია კაკაბაძის კანდიდატურის დამტკიცებაზე შეთანხმდნენ. ეს განცხადება ნინო ბურჯანაძემ  “ტვ პირველის” გადცემაში “დღის ამბები დიანა ტრაპაიძესთან ერთად” გააკეთა.

„ნინია კაკაბაძის სამეურვეო საბჭოს წევრად დანიშვნის გადაწყვეტილება სწორედ მაშინ  გადაწყდა, როდესაც ერთმანეთს ბიძინა ივანიშვილი ბოკერია და უგულავა ერთმანეთს შეხვდნენ. მე ეს ამბავი ერთი კვირით ადრე ვიცოდი.  ისინი მორიგდნენ, რომ ნინია კაკაბაძის კანდიდატურა ხელმეორედ დამდგარიყო. ასეთი გარიგებები ივანიშვილსა და ბოკერიას შორის ბევრია და უფრო მეტი იქნება, რაც მმართველ გუნდში ღია დაპირისპირებას უფრო თვალსაჩინოს გახდის.

მმართველ გუნდშიც იმყოფებიან ადამიანები, რომლებსაც ელემენტარული თავმოყვარეობა აქვთ. მართალია, მათ ესმით, რომ ბიძინა ივანიშვილის წყალობით მოხვდნენ პარლამენტში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ბიძინა ივანიშვილის აბსოლუტურ მონებად გადაიქცევიან. მით უფრო მაშინ, როდესაც პროცესები არასწორი მიმართულებით მიდის. გედი ფოფხაძემ, ნუკრი ქანთარიამ, დავით ჭიჭინაძემ მეტ-ნაკლებად გამოავლინეს თავმოყვარეობა”,-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

იტვირთბა....