aviabiletebi
ახალი ამბები კრიმინალი მთავარი

შტურმის მოლოდინში: ბრძანების გამცემები მთავრობის სხდომიდან მწვანე შუქის ანთებას ელიან

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია, როგორც ჩანს ბოლო ფაზაში შედის. კორპუსიდან, სადაც ეჭვმიტანილები არიან დაბანაკებული და ისვრიან, თავად სპეცსამსახურის თანამშრომლებს გამოჰყავთ კორპუსის მაცხოვრებლები.

სამართალდამცველები ჯგუფ-ჯგუფად გადაადგილდებიან და იცვლიან დისლოკაციის ადგილებს. ადგილზე შესულია ჯავშანტექნიკა და მიმდებარე ტერიტორიაზე არავის უშვებენ. გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის სხდომის პარალელურად იგეგმება საბოლოო სპეცოპერაცია, ე.წ. შტურმი, რომელმაც უნდა დაასრულოს ურთიერთდაპირისპირება სპეცდანიშნულების რაზმსა და ბინაში დაბანაკებულ ეჭვმიტანილებს შორის. ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები მთავრობისგან მწვანე შუქის ანთებას ელიან.

საათებია ცპეცრაზემელები ცდილობენ ცოცხლად აიყვანონ ეჭვმიტანილები, რაც, რა თქმა უნდა, სასარგებლო იქნებოდა გამოძიებისთვის და იმის დასადგენად თუ ვინ არიან და რა მიზანი ამოძრავებდათ სავარაუდო ტერორისტებს საქართველოში. თუმცა, როგორც ირკვევა, ბინაში გამაგრებულები კბილებამდე არიან შეიარაღებულები და უფრო მეტიც, მათ რამდენჯერმე ხელყუმბარებიც კი გამოიყენეს ქართველი სამართალდამცველების წინააღმდეგ. შედეგად, თავში დაიჭრა ერთ-ერთი სპეცრაზემელი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ამ მომენტისთვის, პოლიციელები ერთ ადგილზე არიან მობილიზებული. წინასწარი ინფორმაციით, სპეცრაზმელები შტურმისთვის ემზადებიან და არ არის გამორიცხული ოპერაცია რამდენიმე ხანში დასრულდეს.

იტვირთბა....