aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ISIS ევროპაში მანჩესტერის სტილის ტერაქტებს გეგმავს: ბრიტანული თავდაცვის უწყების აღიარება

aviabiletebi
ავიაბილეთები

SKY news-ის ინფორმაციით, ბრიტანეთს სერიოზული ძალისხმევა დასჭირდება იმისათვის, რომ ISIS-ის მიერ სავარაუდო ტერორისტული აქტები თავიდან აიცილოს. წყაროს ინფორმაციით, იგეგმება მანჩესტერში მომხდარი ტერორისტული აქტის მსგავსი აფეთქებები. ამის შესახებ საუბრობს თავდაცვის უწყების წარმომადგენელი გევინ უილიამსონი.

ბრიტანეთის ხელისუფლება ფლობს მსგავს ინფორმაციას, რომ ISIS-ის წარმომადგენლებს საკმაოდ კარგი კომუნიკაცია აქვთ ერთმანეთთან იმისათვის, რომ თავდასხმები დაგეგმონ. როგორც ირკვევა ბრიტანეთის ხელისუფლება უკვე აღიარებს მსგავსი საშიშროების არსებობას.

“ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ მანჩესტერის სტილის თავდასხმები” – პრევენციული ზომების მიღებაზე ისაუბრა უილიამსონმა ავღანეთში, ერთ-ერთ ბრიტანულ საჯარისო ნაწილში ვიზიტისას.

მისი თქმით რადიკალური ტერორისტული დაჯგუფებები ანხორციელებენ კომუნიკაციას და მოქმედებენ ავღანეთიდან არა მარტო ბრიტანეთში, არამედ მთლიანად ევროპაში. მან მსგავსი ტერორისტული დაჯგუფებების სახელებიც კი გააჟღერა – “ჰორასანი”, ან “ისლანდიური კრონა”. როგორც უილიამსონი ამბობს, ერთი კვირის წინ მოკლეს ამერიკელებმა ამ დაჯგუფების და ISIS-ის ერთ-ერთი ლიდერი აბუ საად ერჰები.

იტვირთბა....