aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

51-ე სკოლის საქმეზე, ერთ-ერთი ბრალდებულის მამა შსს-ს თანამშრომელი იყო

aviabiletebi
ავიაბილეთები

შსს-ს ინფორმაციით, ორი არასრულწლოვანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებიდან ერთ-ერთი შსს-ს თანამშრომელია. მშობელი დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს. როგორც ირკვევა, ის ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის თვითმხილველი მოსწავლეების მამაა, რომელმაც მძიმე დანაშაულის შესახებ შვილებისგან შეიტყო, თუმცა დანაშაული დამალა და შვილები შემთხვევის ადგილიდან საკუთარი მანქანით წაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს, რომ ის უწყებაში ნამდვილად მუშაობდა თუმცა  საფინანსო სამსახურში მოღვაწეობდა და დაპატიმრების მომენტში კადრების განყოფილების განკარგულებაში იყო.

“აღნიშნულ პირებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლით (დანაშაულის დაფარვა) წარედგინათ.

შეგახსენებთ, ტრაგედია მოხდა რამდენიმე დღის წინ თბილისში 51-ე სკოლასტან ახლოს. სკოლის მოსწავლეების ჩხუბს 2 არასრულწლოვანის სიცოცხლე შეეწირა. ამ ეტაპზე 2 მოსწავლეს ბრალი წარედგინა და დაკავებულია.

იტვირთბა....