aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბორჯომის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია: მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბორჯომის ტყეში ხანძარი სრულად ლოკალიზებულია, ამ დროისთვის კი სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ცალკეული კერების დამუშავებას ცოცხალი ძალა ახორციელებს.

ადგლზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ სირაძე. ისინი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ვერტმფრენიდან აკვირდებიან.

როგორც ისინი ამბობენ, მოგვიანებით გადაწყდება, საჭიროა თუ არა ხანძრის სალიკვიდაციოდ ვერტმფრენების გამოყენება. გუშინ, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 4 ვერტმფრენი იყო ჩართული. აქედან ერთი ქართული, ორი თურქული, ერთი კი აზერბაიჯანული.

ხანძარი ბორჯომის ტყეში ლიკვიდაციის შემდეგ, ხელმეორედ გაჩნდა.

იტვირთბა....