aviabiletebi
არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“დღეს ჩემი ბოლო სამუშაო დღეა”: კახა კოჟორიძე პოსტს ტოვებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მრჩეველი, იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე კახა კოჟორიძე სოციალურ ქსელში, თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

“2 კვირის წინ პირადი სურვილით დავწერე განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. შემდეგ დავასრულე ის საქმეები, რაც უნდა დამესრულებინა. დღეს არის ჩემი ბოლო სამუშაო დღე პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობაზე.

ყოველთვის ვფიქრობდი, რომ პროფესიონალიზმი ნებისმიერ პოზიციაზე ერთნაირად საჭიროა. ახლაც ასე ვფიქრობ და ამ დამოკიდებულებით ხვალიდან შევუდგები საადვოკატო და, ასევე, აკადემიურ საქმიანობას.

ყველას წარმატებას გისურვებთ თქვენს პროფესიულ საქმიანობაში!”

შეგახსენებთ, საქართველოში პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს.

იტვირთბა....