aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“არ მასვენებს გამჩენი”: თინათინ ხიდაშელი ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი, ბოლო დღეებში რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“არ მასვენებს გამჩენი:

1 – თუ პრემიერის და ხელისუფლების ცვლილებას ითხოვთ ისიც უნდა იცოდეთ ვინ მოგყავთ. ან თავად უნდა გადაკეთდეთ პარტიად ან სხვებს ენდოთ;
2 – პარტიებს არ გავიკარებთ მერე იმათობას ან ამათობას დაგვაბრალებენ მოტივით არასერიოზულია, ბარიგების მფარველობას გაბრალებენ და დავიჯერო ამაზე უარესია?  კიდევ იმიტომ რაც პირველ პუნქტში წერია;
3 – ათასობით ადამიანი ქუჩაში რომ გამოდის, ორგანიზატორი რომ ხარ და ამხელა პროცესს მართავ პოლიტიკის ნაწილი ხარ, იმ წუთიერ პოლიტიკას აკეთებ და ეს კეკლუცობა ძალიან არასერიოზულია კიდევ ერთხელ;
4 – თუ თვლით რომ პოლიციურ სახელმწიფოში ცხოვრობთ, მაშინ იმ პოლიციის უფროსს რაზე ელაპარაკები? პოლიციური სახელმწიფო რაღაც ისეთი, “უი ცუდი ბიჭი ხარ” ამბავი არ არის, ეს ყველაზე მძიმე ბრალდებაა თანამედროვე სახელმწიფოში რაც შეიძლება ადამიანს დააბრალო;
5 – ძალადობისკენ მოწოდება, განადგურების მუქარა, ფაშისტური სალამი და მსგავსი სიტყვის თავისუფლების ნაწილი არ არის ჩემო პოლიტკოსებისგან გამიჯნულო, ვაიმე არაფერი დამაბრალონ ძვირფასებო. ასეთი სიტყვა არსად სარგებლობს კონსტიტუციური დაცვის უფლებით.
6 – მოწოდებები მოძალადეების მიმართ ერთად ვიბრძოლოთო, საერთოდ გაუგებარი და უგუნური მგონია.

P.S. მე რომ პოლიტიკას რომ გავემიჯნე, პირველად თითქმის 30 წლის მანძილზე აქციაზე არ წავედი, რომელსაც პრინციპში ვგულშემატკივრობდი და ფბ-დან ვეხმიენებოდი მხოლოდ 

შეგახსენებთ, ორი დღის განმავლობაში ახალგაზრდები თავისუფლების მოთხოვნითა და კლუბებში “ბასიანი” და “გალერი” სპეცოპერაციის შედეგად ძალისმიერი მეთოდებით ადამიანების დაშლას აპროტესტებდნენ. შსს-ს ცნობით, სპეცოპერაციის შედეგად 8 ადამიანია დაკავებული ნარკოტიკების შენახვა-რეალიზაციის მუხლით. თუმცა, სახალხო დამცველის ინფორმაციით, აღნიშნული 8 პირი სპეცოპერაციამდე არიან დაკავებული და კლუბებში მიმდინარე სპეცოპერაციას და ძალისმიერი მეთოდებით ახალგაზრდების დაშლას არაფერი საერთო დაკავებებთან არ ჰქონია.

რუსთაველის გამზირზე,  აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრისა და შს მინისტრის გადადგომას ითხოვდნენ, ასევე რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლას.

წუხელ აქცია მას შემდეგ დაიშალა, რაც აქციაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მივიდა და აქციის მონაწილეებს მაგიდასთან მოლაპარაკებები შესთავაზა. მინისტრმა ბოდიში მოუხადა აქციის მონაწილეებს და მათ ყველა მოთხოვნის განხილვა ნაბიჯ-ნაბიჯ შესთავაზა”.

იტვირთბა....