aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბოკერია: პრემიერს გაერო-ში მოუმზადებელი და არასწორი ხედვის გამოსვლა ჰქონდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ევროპული საქართველოს” წევრი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ გაერო-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს მოუმზადებელი და არასწორი ხედვის გამოსვლა ჰქონდა.

„შედარებისთვის შეგვიძლია, ესტონეთისა და უკრაინის პრეზიდენტების გამოსვლები ავიღოთ. საქართველო ყოველთვის საერთაშორისო საფრთხის კონტექსტში უნდა ჩასვა, რადგან ეს მხოლოდ ჩვენი პრობლემა კი არ არის, არამედ მთელი თავისუფალი სამყაროს პრობლემაა და ეს მან არ გააკეთა, განსხვავებით, ესტონეთისა და უკრაინის პრეზიდენტებისგან. პოზიტივის მიუხედავად, მაინც მოუმზადებელი და არასწორი ხედვის გამოსვლა იყო. პრემიერს არც საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე კონკრეტული მოთხოვნები არ დაუყენებია, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. გამოსვლის სწორი ნაწილიც შეუთავსებელია „ქართული ოცნების“ გუნდის მიერ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისთან. ქართული საზოგადოება აქედან უნდა გამოვიდეს, როცა მას უსმენს. მას სანქციებზე და იმაზე უნდა ესაუბრა, რომ რუსეთი საქართველოს მიმართ ისევე არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და მის მიერ აღებულ ვალდებულებებს, როგორც უკრაინასთან მიმართებაში. ფუნდამენტურად არასწორია როცა ამბობ, რომ რუსეთი შენი პრობლემაა და არა – თავისუფალი სამყაროსა და მთელი მსოფლიოსი. “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” ხსენება კარგია, მაგრამ პასუხისმგებლობა რუსეთზე უნდა დაეკისრებინა”, – განაცხადა ბოკერიამ.

იტვირთბა....