aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ბოკერია ბახტაძეს: “ივანიშვილმა რომ გითხრათ ხვალ გადადექიო, როგორ მოიქცევით?”

aviabiletebi
ავიაბილეთები

„სულ ცოტა ხანში, ზეგ ან მაზეგ, ან ერთ წელიწადში ბატონი ივანიშვილი რომ მოვიდეს თქვენთან და გითხრათ, რომ ხვალ თქვენ უნდა გადადგეთ, როგორ მოიქცევით?“ – ამ კითხვით მიმართა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილემ, ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრმა, გიგა ბოკერიამ, პრემიერმინისტრობის კანდიდატს პარლამენტში. ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.

რაზეც პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ, უპასუხა, რომ მის გადადგომასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას “ქართული ოცნების” პოლიტიკური გუნდი მასთან ერთად მიიღებს.

გიგა ბოკერიამ ბახტაძეს კიდევ ერთხელ მიმართა, რომ პრემიერმინისტრობის კანდიდატს დაეზუსტებინა, როგორ მოიქცევა, თუ ივანიშვილი გადადგომას მოსთხოვს,  გადადგებოდა თუ არა.

„ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს ღებულობს გუნდი და არა პერსონალურად, ბიძინა ივანიშვილი ან ვინმეს სხვა,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

იტვირთბა....