aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

“ქალი იყო მაინც და არც უნდა მეყვირა და მეგინებინა და არც უნდა მეჯიკავა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ბოდიშის მოხდა არ ტეხვს და ზოგჯერ ყველაზე მძიმე შეცდომების წამალია.
აი, მე, მაგალითად, ბოდიშს ვუხდი იმ ქალბატონს, ვინც აქციიდან გავაგდე – არც მიცემია (არც ის და არც სხვა რომელიმე ქალი ცხოვრებაში), სუსის პროვოკატორიცაა, სრულიად დარწმუნებული ვარ, და იქ აქციის ჩასაშლელად იყო მოვლენილი. მაგრამ ქალი იყო მაინც და არც უნდა მეყვირა და მეგინებინა და არც უნდა მეჯიკავა. ყველა შემთხვევაში თავი უნდა შემეკავებინა.

ბოდიში ქალბატონო მთვარისა.” – წერს საკუთარ Facebook გვერდზე ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, რომ მოქალაქე მთვარისა ნავერიანი პროკურატურისგან  “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის მიმართ ბრალის წაყენებასა და დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. მან საკუთარ უფლებადამცველთან, ნიკოლოზ მჟავანაძესთან ერთად, პროკურატურაში საჩივარი შეიტანა.

ნავერიანის თქმით, ნიკა გვარამიამ მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ნიკოლოზ მჟავანაძის განმარტებით, პროკურატურას საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის 126-ე მუხლით აქვს დაწყებული, თუმცა, მისივე თქმით, მთავარი საგამოძიებო უწყება ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას აჭიანურებს.

ინციდენტი ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადების შემდეგ, მთავარ პროკურატურასთან ზაზა სარალიძის მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე მოხდა

იტვირთბა....