aviabiletebi
ახალი ამბები ბიზნესი მთავარი

ბიძინა ივანიშვილმა 4 მილიონით იზარალა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბიძინა ივანიშვილთან აფილირებულმა  „საქართველოს სათბურის კორპორაციამ“  2017 წელი   4.35 მილიონის ზარალით დაასრულა.

კომპანიას, რომელიც „პლანტას“ ბრენდით კიტრს და პომიდორს აწარმოებს შემოსავლები გაორმაგებული ჰქონდა, ზარალი კი, 2-ჯერ შემცირებული.

ფინანსური ანგარიშით ირკვევა, რომ 2017 წელს  „საქართველოს სათბურის კორპორაციამ“ ბაზარზე 9,554 მლნ ლარის პომიდორი და კიტრი გაყიდა. შემოსავალი 2.17-ჯერ არის გაზრდილი. თუმცა საოპერაციო მოგებაზე გასვლა მაინც ვერ მოხერხდა, მაგრამ შესაძლებელი გახდა  4.3 მილიონიდან საოპერაციო ზარალის  2.69 მილიონამდე შემცირება.  წმინდა ზარალი 4.35 მლნ ლარია (2016 წ – 8.4 მლნ ზარალი).

ზარალი გასაკვირი არ არის. სათბურის I ფაზის ოპერირება 2015  წელს დაიწყო. მეორე ფაზა კი 2016 წლის შემოდგომაზე დასრულდა.

კომპანია ფლობს და ოპერირებს რთულ, მაღალინტენსიურ სასოფლო-სამეურნეო სათბურის ობიექტით, რომელიც მდებარეობს 12 ჰექტარზე (სათბური) და შეუძლია გამოზარდოს ყოველწლიურად 7,100 ტონაზე მეტი პროდუქცია.

2017 წელს კომპანიამ მოკრიფა კიტრისა და პომიდვრის 4,984 ტ მოსავალი (2016: 2,911 ტონა).

კომპანიამ 2018 წელს საწესდებო კაპიტალი გაიზარდა,  8,179 მლნ ლარით. ასევე გასულ წელს გააგრძელა ხელოვნური განათების დამონტაჟება სათბურებში. მათ შორის 2018 წლის ივლისიდან დაიწყო განათების სისტემის დამონტაჟება 4 ჰა სათბურში.

კომპანიის ერთადერთი მშობელი კომპანიაა „საქართველოს თანაინვესტირების ფონდი (GCF LP). ბენეფიციარ მფლობელად მითითებულია გიორგი ბაჩიაშვილი.

gbc.ge

იტვირთბა....