aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა

ბიუჯეტში ხარჯების ზრდა საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გაუგებარია

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ეკონომიკის 3%-იან ზრდაზეა გათვლილი, მაშინ როცა 2016 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები 356.6 მილიონი ლარით იზრდება, რაც 4.45%-ით მეტია 2015 წლის ხარჯებზე. ასევე დაგეგმილია სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების 404 მილიონი ლარით ზრდა, რაც 5.08%-ით აღემატება 2015 წლის მაჩვენებელს. იმის გათვალისწინებით, რომ 2015 წელს სახელმწიფო შეეცადა ხარჯების შემცირებას ლარის კურსზე დამატებითი ზეწოლის ასაცილებლად, გაუგებარია რატომ ხდება დამატებით ხარჯების გაზრდა.

“2016 წლის ბიუჯეტი საკმაოდ დაძაბული დოკუმენტია” – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებთან საუბრისას. მან გამოთქვა მზაობა პარლამენტის წევრებთან და  სხვა დაინტერესებულ პირებთან ერთად განიხილოს ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი. “მთლიანი შიდა პროდუქტის 25%-ზე მეტის მობილიზებაა დაგეგმილი მომავალ წელს გადასახადების სახით” – აღნიშნა მინისტრმა.

„ცხადია, არის დარგები,რომლებზეც ჩვენ აღებული გვაქვს ვალდებულებები და ეს ხარჯები აუცლებლად იქნება გათვალისწინებული. მინდა გითხრათ, რომ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი სამ მილიარდ ორას მილიონამდე იქნება. ამაში შედის გაორმაგებული ჯანდაცვის ხარჯები და საპენსიო მომსახურობა. შესაბამისად, ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ჯანდაცვა და სოციალური ხარჯებია“  .- განმარტავს მინისტრი.

2016 წელს, წინა წელთან შედარებით, 285 მილიონი ლარით (10.23%) იზრდება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება.

საზოგადოება და ბანკების  ეკონომიკური  ანალიტიკოსის  გივი ადეიშვილის განცხადებით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ხარჯების ზრდა დადებითად არ აისახება შემდეგი წლის ბიუჯეტზე, უმჯობესი იქნებოდა თუკი 2016 წელს სახელმწიფოს მხრიდან ყურადღება გამახვილდებოდა სხვადასხვა პროექტების დაფინანსებაზე, მათ შორის ინფრასტრუქტურულზე. მსგავსი ქმედება სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობდა ხელს.

 

იტვირთბა....