aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბექა მინდიაშვილი: “თუ ვინმეს ხუმრობისთვის ვდევნით, ესე იგი პირდაპირ იესო ქრისტეს ვდევნით”

aviabiletebi
ავიაბილეთები

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი სოციალურ ქსელში ქრისტიანობისა და ქრისტეს მოძღვრების შესახებ წერს და აცხადებს, რომ ქრისტიანთა განკაცებული ღმერთი, სამყაროს შემოქმედი, საღვთო სახარებაში პირდაპირ, არაორაზროვნად აცხადებს, რომ მოვიდა, რათა თვითონ ემსახუროს ადამიანს და არა იმისთვის, რომ იმსახუროს, დააჩლუნგოს და მონად აქციოს იგი.

მისი განცხადებით: “თუ ვინმეს ხუმრობისთვის ვდევნით, ესე იგი პირდაპირ იესო ქრისტეს ვდევნით”.

“ქრისტე, ანუ ქრისტიანთა განკაცებული ღმერთი, სამყაროს შემოქმედი, საღვთო სახარებაში პირდაპირ, არაორაზროვნად აცხადებს, რომ მოვიდა, რათა თვითონ ემსახუროს ადამიანს და არა იმისთვის, რომ იმსახუროს, დააჩლუნგოს და მონად აქციოს იგი, მოვიდა რათა თავი დაიმციროს და ჯვარს ეცვას იმის წინაშე, ვისაც ღმერთი მანამდე სასტიკი მონათპყრობელი ეგონა.

ქრისტე ჯვარს ეცვა სწორედ იმ მღვდელმთავრების გადაწყვეტილებით, რომლებსაც სავაჭრო დუქნად ქცეული ტაძარი შეუგინა და დაუმხო მაცხოვარმა, რომელთა უსულგულო სიწმინდეები შეურაცხყო, როცა თქვა, რომ ადამიანი კი არ არის მცნებისთვის, ტაძრისთვის, რელიგიისთვის, ერისთვის, არამედ რელიგია და ერია ადამიანისთვის.

თუ გვინდა ქრისტეს მიმდევრები, მისი სახელის განმადიდებლები ვიყოთ, თამამად და უშიშრად უნდა შევხედოთ სიმართლეს: საპატრიარქო მიზანმიმართულად ანადგურებს ქრისტეს ამ მოძღვრებას, ანადგურებს ქრისტიანობას, გმობს და შეურაცხყოფს შემოქმედს ყოველთვის, როცა ამბობს, რომ ღმერთი, ეკლესია, პატრიარქი, მღვდელი მათრახიანი მრისხანე ბატონია, ნაკურთხი ბომბებით, ტაბურეტებით და დედის მაგინებელთა არმიით; უკიდურესად მკრეხელობს, როცა თავს ესხმის ადამიანს, ღმერთის ხატებას, რომელსაც გამჩენმა თავისუფლება უბოძა, რომლის ფეხის დასაბანად მაცხოვარი წელში მოიხარა.

მათ, ვისაც გვინდა ქრისტეს გზით, ქრისტეს სიმართლით ცხოვრება, ერთხელ და სამუდაომოდ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ერთადადერთი რამ, რასაც საშინელი სამსჯავროს დღეს მოგვკითხავს მსაჯული იმათ, ვინც ქრისტიანობით და მართლმადიდებლობით ვტრაბახობთ, არის ნებისმიერი ადამინის თანადგომა და სიყვარული, რადგან, თვითონ განკაცდა, იდევნა, ჯვარს ეცვა და მკვდრეთით აღდგა მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის თანადგომისა და სიყვარულისთვის.

უნდა გავაცნობიეროთ, რომ ნებისმიერი, ვინც უსამართლოდ ისჯება, იჩაგრება, იდევნება, ვისაც შია და წყურია, ვინც პატიმარია და შველას ითოხვს, ვინც უცხოა და მიღებას ელის, ვინც თუნდაც სულელური ხუმრობის გამო შეიძლება ჩაიქოლოს, თვითონაა იესო ქრისტე. ესაა ქრისტიანობის ყველაზე დიდი საიდუმლო, ყველაზე ღრმა თანაზიარების შესაძლებლობა ღმერთთან.

პატრიარქი, ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკვანი, ნებისმიერი ქრისტიანი თუკი არ ვემსახურეთ დევნილს, ჩაგრულს, პატიმარს, მშიერს, უცხოს, ესეიგი არ ვართ ქრისტესთან, ესეიგი საერთოდ აზრზე არ ვართ, რა არის ქრისტიანობა, ხოლო თუ ვდევნით ვინმეს განსხვავბული აზრისთვის, მრწამსისთვის, ჩაცმისთის, ორიენტაციისთვის, და აი, ხუმრობისთვის (ხუმრობისთვის !), ესეიგი პირდაპირ ვდევნით ისეო ქრისტეს, ვაჩანაგებთ სამყაროს საზრისს, ვამხობთ ჭოეშმარიტებას!”, – წერს მინდიაშვილი.

იტვირთბა....