aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბესელია: იუსტიციის და სასჯელაღსრულების სამინისტროების შესაძლო გაერთიანება განიხილება

aviabiletebi
ავიაბილეთები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ეკა ბესელიას განცხადებით, იუსტიციის და სასჯელაღსრულების სამინისტროების გაერთიანების საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

“იუსტიციის და სასჯელაღსრულების სამინისტროს შესაძლო გაერთიანების საკითხი მსჯელობის საგანია. ადრეც იყო მსჯელობის საგანი და ახლაც დგას დღის წესრიგში, თუმცა ამაზე გადაწყვეტილებას ბუნებრივია მას შემდეგ მივიღებთ, რაც მთლიანობაში დავინახავთ ამ სტრუქტურულ ცვლილებებს”,- განაცხადა ბესელიამ.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მინისტრთა რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება. როგორც ბახტაძემ განაცხადა, ამ ეტაპზე, პარლამენტში მთავრობა ნდობის გამოსაცხადებლად არსებული შემადგენლობით წარდგება, ხოლო ცვლილებები სტრუქტურული ცვლილებებისა და სამინისტროების შემცირების შემდეგ იქნება.

იტვირთბა....