aviabiletebi
არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბესელია: ბოშტინარუს განცხადებას „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებს გავუმეორებდი 

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ევროპარლამენტარ ვიქტორ ბოშტინარუს განცხადებას გამოეხმაურა.

ბესელიას შეფასებით, ბოშტინარუს განცხადებას „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებს გაუმეორებდა.

“იმის ნაცვლად, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ საკუთარი კანდიდატის საბჭოურ, ძველ საქმიანობასა და წარსულზე მორცხვად საუბრობდნენ, სალომე ზურაბიშვილს არარსებულ ფაქტებს აბრალებენ. თუ საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებული განცხადებები არ ესმით, მგონია, რომ მათ უტიფარ შეფასებებსა და ბრალდებებს ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებული განცხადება მაინც შეაკრთობს“, – განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტარმა ვიქტორ ბოშტინარუმ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი არ არის საქართველოს პრეზიდენტობისთვის შესაფერისი.

ამავე თემაზე: თამარ ჩუგოშვილი: ევროპარლამენტში, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, განწყობები გამოკვეთილია

 

იტვირთბა....