aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სადაც 22 ნოემბერს, ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ჩატარდა, საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია. თითქმის ორ კვირიანი მუშაობის შემდეგ, კრიმინალისტებს საცხოვრებელ კორპუსში, დასუფთავების და სპეციალური ლაბორატორიის ჯგუფები ანაცვლებენ. როდის დაბრუნდებიან ადგილობრივები საკუთარ სახლებში ჯერჯერობით უცნობია.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, მათ განუცხადეს, რომ ეს კორპუსის მდგომარეობის შესახებ, ლაბორატორიის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი.  დღეს სპეცოპერაციის ადგილზე, კორპუსის 8 ბინა გაიღო. მაცხოვრებლები საკუთარი ნივთების გამოსატანად შეუშვეს.

შეგახსენებთ, 21 ნოემბრის ღამეს, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის, ბინაში სპეცოპერაცია განხორციელდა, რომელიც 22 საათი გაგრძელდა. შედეგად, დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი და ლიკვიდირებულია 3 ტერორიზმში ბრალდებული. 4 სპეცრაზმელი დაიჭრა. ლიკვიდირებული ბრალდებულებიდან ერთ-ერთი არის ახმატ ჩატაევი, რომლის გვარიც 2012 წლის ლაფანყურის ოპერაციაში ფიგურირებს და რომელიც არსებულმა ხელისუფლებამ ციხიდან გამოუშვა.

იტვირთბა....