aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბენზინი გაძვირდა, პური შესაძლოა გაძვირდეს, ზამთარში მოსალოდნელია ინფლაცია

aviabiletebi
ავიაბილეთები

ეკონომიკური ექსპერტების დასკვნით საქართველოში პურისა და ბენზინის ფასები გაზრდილია. ამ პრობლემებიდან გამომდინარე კი მოსალოდნელია ზამთრის ინფლაციაც. მიუხედავად იმისა, რომ ზამთარში მცირე დოზით ყოველთვის არის ინფლაცია, ექსპერტები წელს საგანგაშო მდგომარეობას აანონსებენ, ლარის გაუფასურების მხრივ.

სწორედ ამიტომ “მეტრონომი” ეროვნული ბანკის ყოფილ დირექტორს რომან გოცირიძეს დაუკავშირდა.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობა სახელმწიფოსა დამისი პოლიტიკის დამსახურებაა.

“ბენზინის გაძვირებაში, პურისა და ხორბლის ფასის მომატებაში პირდაპირ დამნაშავეა საქართველოს მთავრობა და მისი ეკონომიკური პოლიტიკა. უკვე ყოველ წელიწადს ერთი და იმავე სცენარი მეორება – იწყება ინფლაცია. მთავრობა ვერ პოულობს გამოსავალს. ეს კი ნიშნავს, რომ ხელისუფლება და ეროვნული ბანკი არიან არაკომპენდენტურები. ხორბლის ფასი გაიზარდა რადგა არ არსებბს ბზარზე კონკურენცია. პირიქით მთავრობა მცირე და საშუალო მეწარმეემს კლავს, ვინაიდან ბაზრის 15% უჭირავს სწორედ ამ მცირე და საშუალო ხორბლის იმპორტიორებს. მათ უარს ეუბნებიან ავტოტრანსპორტით პროდუქტის შემოტანაზე, მოუწოდებენ, რომ ხორბალი შემოიტანონ გემებით და მატარებლებით. ეს კი ნიშანვს, იმას რომ მხოლოდ იმ კომპანიებს ლობირებენ, რომლებიც ამ ფორმით ახდენენ პროდუქციის ტრანსპორტირებას ქართულ ბაზარზე.

ასევე ნავთობპროდუქტების სფეროში არის მონიოპოლია. ერთხელ გაიბრძოლა ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა და ამის შემდეგ არსებობს თუ არა საქართველოში ასეთი სამსახური არავინ იცის.

ამ მდგომარეობიდან გამოსავალი არის კონკურენციის გაფართოება. ასევე მნიშვნელოვანია სახელმწიფო არ ერეოდეს უხეშად ბიზნესში. სახელმწიფოს მხრიდან ამ თვეში ბიზზნესში უხეში ჩარევის სამი ფაქტი დაფიქსირდა. ხორბლის იმპორტიორებთან დაკაშირებით მეორე 30-მდ მცირე ცმენტის გაჩერება, იმის გამო რომ ერთ-ერთი მსხვილი ცეემენტის ქარხნის 50%-იანი წილი ბიძნა ივანიშვილს ეკუთნის და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი.ამ ყველაფერში პასუხისმგებელობა საქართველოს მთავრობაასა და მის მიკერძოებულ პოლიტიკას ეკისრებ” – განუცხადა “მეტრონომს” რომან გოცირიძემ.

იტვირთბა....