aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბახტაძე საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებულ მაია ოთინაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბახტაძე საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებულ მაია ოთინაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“მინდა, გამოვეხმაურო საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ ახალი ხურვალეთიდან სამი მცირეწლოვანი შვილის დედის, მაია ოთინაშვილის გატაცების ფაქტს. ჩვენ ჯერ კიდევ დილით ვვარაუდობდით, რომ რამდენიმე საათში გაირკვეოდა მისი გათავისუფლების საკითხი, თუმცა, ამ დრომდე ეს ვერ მოხერხდა. შესაბამისი უწყებები 24-საათიან რეჟიმში იყენებენ მათ ხელთ არსებულ ყველა მექანიზმსა და კომუნიკაციის არხს უკანონოდ დაკავებული ჩვენი მოქალაქის გასათავისუფლებლად, გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულნი არიან საერთაშორისო ორგანიზაციები.

მე დავავალე საგარეო საქმეთა მინისტრს, დღესვე პირადად შეხვდეს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს მათ მომხდართან დაკავშირებით. უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქე ოჯახს, თავის სამ მცირეწლოვან შვილს დროულად დაუბრუნდეს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ გორში, სოფელ ხურვალეთთან ოკუპანტებმა ადგილობრივი მცხოვრები, 37 წლის მაია ოთანაშვილი გაიტაცეს.

თანასოფლელები ამბობენ, რომ ოთანაშვილი გამყოფი ხაზის სიახლოვეს იმყოფებოდა, რა დროსაც შეიარაღებული პირები გამოჩნდნენ, დააკავეს და ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით წაიყვანეს.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, ოთანაშვილი რუსების სამხედრო ბაზაზე ცემეს. ოთანაშვილს 10-დღიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

იტვირთბა....