aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბახტაძე „ნაციონალურ მოძრაობას” – 2012 წლის პირველ ოქტომბერს, ქართველ ერთან ერთად ვიზეიმე თქვენი გასტუმრება საქართველოს ხელისუფლებიდან

aviabiletebi
ავიაბილეთები

2011 წლიდან ვიყავი და ვარ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, 2012 წელს პარტიაში ძალიან მნიშვნელოვანი საორგანიზაციო საკითხებით ვიყავი დაკავებული და 2012 წლის პირველ ოქტომბერს მთელ ქართველ ერთან ერთად ვიზეიმე თქვენი გასტუმრება საქართველოს ხელისუფლებიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ “ნაციონალური მოძრაობის” წევრის თინა ბოკუჩავას მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. ინფორმაციას “1ტვ” ავრცელებს.

რაც შეეხება 2012 წლის აგვისტოში “ნაციონალური მოძრაობისთვის” თანხის გადარიცხვასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, პრემიერობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ მას საკუთარი თანხა “ნაციონალური მოძრაობისთვის” არასოდეს გადაურიცხავს.

„თქვენ 2012 წელს, იმიტომ რომ არ ჰქონოდა საშუალება „ქართულ ოცნებას“ დაეფინანსებინა პარტია ადეკვატურად, შეცვალეთ კანონი და იურიდიულ პირებს აუკრძალეთ პარტიების დაფინანსება. ამას მოჰყვა შემდეგ უკვე ცვლილება კანონში საბანკო საქმიანობის შესახებ. ეს ყველას გვახსოვს. აქედან გამომდინარე, ჩემი პირადი, ფიზიკური ანგარიში იქნა გამოყენებული მხოლოდ ტექნიკურად. რაც შეეხება თქვენ მიერ დასმულ შეკითხვას იდეოლოგიურ თანხვედრაზე, მე 2011 წლიდან ვიყავი და ვარ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, 2012 წელს ვიყავი დაკავებული ძალიან მნიშვნელოვანი საორგანიზაციო საკითხებით „ქართულ ოცნებაში“ და 2012 წლის პირველ ოქტომბერს მთელ ქართველ ერთან ერთად ვიზეიმე თქვენი გასტუმრება საქართველოს ხელისუფლებიდან”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე შეფასებით, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი მიღწევა სწორედ ჯანდაცვა და სოციალური პოლიტიკაა, რომელმაც საშუალება მისცა მოქალაქეებს, მიეღოთ ისეთი სამედიცინო სერვისები, რომლებიც აუცილებელი იყო მათი სიცოცხლისთვის.

„თუ მე სწორად მესმის, თქვენი შეკითხვის კონტექსტი იყო, რომ ამან გამოიწვია სოციალური ხარჯების გაზრდა და დიახ, გამოიწვია, იმიტომ რომ უნდა გამოეწვია. იმიტომ, რომ ადამიანზე და მის სიცოცხლეზე მაღლა არ დგას არაფერი. აქვე, ბუნებრივია, თუ თქვენ დასვამთ შეკითხვას, რატომ არ უნდა იყოს ის უფრო მასშტაბური და ეფექტური, ჯერ მასშტაბურით დავიწყოთ. საქართველოში ეკონომიკაზე საგადასახადო წნეხი არის დაახლოებით 25%, რომელიც ითვლება საკმაოდ დაბალი გადასახადების რეჟიმად. ჩვენ რისი უფლებაც შეგვიძლია მივცეთ ჩვენს თავს, ასეთი მიდგომის პირობებში, ამ კუთხით მაქსიმუმს ვაკეთებთ და მცირე მთავრობის იდეის არა ერთადერთი, არამედ ერთ-ერთი არგუმენტი სწორედ ეს გახლავთ, რომ თუ ჩვენ მაქსიმუმ ზღვარს მთლიან შიდა ეკონომიკასთან მიმართებაში დავაწესებთ 3.9%-ს, ეს საშუალებას მოგვცემს, გამოვათავისუფლოთრესურსები მომავალში, 100-120 მილიონი ლარის ოდენობით და დამატებით მივმართოთ ხელახლა სოციალურ პოლიტიკაში, ვინაიდან, კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ეს გახლავთ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი ამოცანა.

რაც შეეხება იმას, რომ ბიძინა ივანიშვილს თითქოს არაფერი დაუფინანსებია, ნამდვილად არ ვაპირებ ახლა დავიწყო ჩამოთვლა იმ პროექტებისა, რომელიც აქვს განხორციელებული ბატონ ბიძინა ივანიშვილს საქართველოში – დაწყებული კულტურისა და სპორტის ობიექტების და ჩვენი ძეგლების აღდგენით და ასე შემდეგ. ვფიქრობ, მოსახლეობამ ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცის და ეს არ არის ის თემა, რომელიც დღეს აინტერესებს საზოგადოებას, რომ ბიძინა ივანიშვილს თურმე არაფერი გაუკეთებია ქართული საზოგადოებისთვის. ეს არის თქვენი პოლიტიკური განცხადება და მე ვფიქრობ, რომ საზოგადოება ამას ობიექტურად შეაფასებს“, – განაცხადა ბახტაძემ.

იტვირთბა....