aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი სოციალური ქსელი

ბახტაძე – „ნაციონალური მოძრაობა“ არ იშლის ტრადიციებს, განაგრძობს ძალადობას

aviabiletebi
ავიაბილეთები

კამერებზე დაფიქსირებული იყო ძალიან ბევრი დარღვევა. ოპოზიციის ბევრი წარმომადგენელი გასცდა კანონის ჩარჩოებს და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ძალადობაში შემჩნეული ნებისმიერი პირი, იქნებოდა ეს პოლიციელების თუ მოქალაქეების მისამართით, კანონის წინაშე მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს, – განაცხადა “ფეისბუქ-ლაივის” დროს პრემიერმა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” აგრძელებს ძალადობას.

„ნებისმიერი ქვეყანა იამაყებდა ასეთ პოლიციით. ასევე განსაკუთრებული მადლობა მედიის წარმომადგენლებს, რომლებმაც ხელშეშლის მიუხედავად შეძლეს გუშინდელი დღის ობიექტურად გაშუქება. „ნაციონალური მოძრაობა“ არ იშლის ტრადიციებს, განაგრძობს ძალადობას და საზოგადოებაში ისეთი განწყობის შექმნას, თითქოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში პრობლემებია. ძალადობაში შემჩნეული ნებისმიერი პირი, იქნებოდა ეს პოლიციელების თუ მოქალაქეების მისამართით, კანონის წინაშე მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს. ჩვენ ვაშენებთ სამართლებრივ სახელმწიფოს, ყველას აქვს პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის უფლება, მაგრამ ის, რაც ვიხილეთ, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. კიდევ ერთხელ მადლობა პოლიციელებს მოთმინებისთვის და მაღალი პროფესიონალიზმის ჩვენებისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

იტვირთბა....