aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ბახალა” სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო

aviabiletebi
ავიაბილეთები

მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი სააპელაციო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. პირველი ინსტაციის გადაწყვეტილება მეორე ინსტანციის სასამართლომ ძალაში დატოვა და სასჯელის სახე, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა კვლავ უცვლელად დარჩა.

გიორგანაშვილმა პროცესზე განაცხადა, რომ დღეს სასამართლო სისტემა სამართლიანი არ არის და ამაში პირველივე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებითაც დარწმუნდა. აქედან გამომდინარე, მან პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა.

“რომელ სამართლიან სასამართლოზე ვლაპარაკობთ, როცა უარი მითხარით, მასალების გამოთხოვაზე იმ საფუძვლით, რომ გამოძიებას ხელი შეეშლებოდა. ადამიანებს უსამართლობა უბიძგებს, რომ ქუჩაში გადაინაცვლონ და სამართალი ეძებონ. პოლიციელის ჩვენებით, უდანაშაულო ადამიანის დამანაშავედ ცნობა ხდება. პირველივე პროცესზე გადამეწურა იმედი, როდესაც არც ერთი ჩვენი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილდა, ამიტომ ვტოვებ დარბაზს”, – განაცხადა გიორგანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გიორგანაშვილი რამდენიმე თვის წინ, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ, სასჯელის ზომად 8-წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ბრალდებული აცხადებს, რომ მას ნარკოტიკული საშუალება პოლიციელებმა ჩაუდეს.

იტვირთბა....