aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ბახალას” ადვოკატი: სააპელაციო სასამართლო ამ საქმის მიმართ დიდი ინტერესით არ გამოირჩეოდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

მსახიობ გიოორგი გიორგანაშვილის, იგივე “ბახალას” ადვოკატი, გიორგი მახარაძე სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას “მეტრონომთან” აფასებს. დღეს, მეორე ინსტანციის სასამართლომ გიორგანაშვილის მიმართ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი უცვლელად დატოვა და მას სასჯელის სახედ კვლავ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

გიორგი მახარაძე ამბობს, რომ სააპელაციო სასამართლო ამ საქმის მიმართ დიდი ინტერესით არც გამოირჩეოდა, მიზეზად კი დაცვის მხარის შუამდგომლობების დაუკმაყოფილებლობას ასახელებს. როგორც მახარაძემ “მეტრონომს” უთხრა, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის ჩაბარების შემდეგ, მისი დაცვის ქვეშ მყოფთან ერთად შემდგომ ნაბიჯებს განსაზღვრავს.

“ამ გადაწყვეტილებას რა თქმა უნდა, ვაფასებ, როგორც უსამართლოს, დაუსაბუთებელს. ამ სასამართლოსგან დიდი მოლოდინი მაინც არ გვქონია, რომ რაიმეს შეცვლიდა, იმდენად ინტერესიც კი არ გამოუვლენიათ, რეალურად, რა ხდებოდა, რაზეც მეტყველებს ჩვენი შუამდგომლობების დაუკმაყოფილებლობა, რომლებსაც ერთი მიზანი ჰქონდათ, რომ უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონოდა სასამართლოს. ამის შემდეგ, ცხადაია, მოლოდინი არ გვქონდა და სამწუხაროდ, ეს მოლოდინი გამართლდა” – განაცხადა მახარაძემ “მეტრონომთან”.

დღეს, მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო. პირველი ინსტაციის გადაწყვეტილება მეორე ინსტანციის სასამართლომ ძალაში დატოვა და სასჯელის სახე, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა კვლავ უცვლელად დარჩა.

გიორგანაშვილმა პროცესის დაწყებამდე განაცხადა, რომ დღეს სასამართლო სისტემა სამართლიანი არ არის და ამაში პირველივე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებითაც დარწმუნდა. აქედან გამომდინარე, მან პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გიორგანაშვილი რამდენიმე თვის წინ, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ, სასჯელის ზომად 8-წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ბრალდებული აცხადებს, რომ მას ნარკოტიკული საშუალება პოლიციელებმა ჩაუდეს.

ავტორი: ნინო ცხადაია

იტვირთბა....