aviabiletebi
ახალი ამბები კულტურა მთავარი საზოგადოება

მუშტაიდის ბაღში კონცერტი გაიმართება

aviabiletebi
ავიაბილეთები

13 ოქტომბერს, 15:00 სთ-ზე, მუშტაიდის ბაღში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ორგანიზებით და  ოჯახში ძალადობის შემცირების პროექტის  (USAID) მხარდაჭერით,  გაიმართება აქცია-კონცერტი სლოგანით – აიხილე თვალი- შეაჩერე ძალადობა!

ღონისძიების   მიზანია, ოჯახში ძალადობის მიმართ მოსახლეობის მგრძნობელობის ამაღლება და ინფორმაციის გავრცელება იმ სერვისების შესახებ, რომლებსაც სახელმწიფო ოჯახში ძალადობის მსხვერპლს სთავაზობს.

მოეწყობა საინფორმაციო კუთხე, სადაც დაინეტერსებულ პირებს დაურიგდებათ საინფორმაციო ბროშურები და მიეწოდებათ ინფორმაცია სახელმწიფო ფონდის საქმიანობის შესახებ (დაცვა და პრევენცია).

ბავშვების გართობაზე იზრუნებენ, სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მოწვეული ანიმატორები.

დარიგდება საინფორმაციო ბროშურები და ბუშტები ცხელი ხაზის გამოსახულებით.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ:  ლაშა ღლონტი, დათო არჩვაძე, ნინო ბაშარული, ანდრია გველესიანი, მაია ბარათაშვილი, გიორგი სუხიტაშვილი.

დასწრება თავისუფალია, კონცერტი გაიმართება მუშტაიდის პარკის ამფითეატრის სცენაზე.

 

იტვირთბა....