aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

საფრანგეთში ტერაქტის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარიზში გუშინ მომხდარ ტერაქტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საფრანგეთისთვის წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტაბილურობა და მშვიდი გარემო. მინისტრის თქმით, ტერაქტის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაზარალებულან.

„სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ „ისლამური სახელმწიფო“ კიდევ აქტიურია ევროპის მასშტაბით. საფრანგეთი 2015 წლის შემდეგ არის საგანგებო სიტუაციის რეჟიმში და ძალიან ბევრმა ტერაქტმა შეიწირა უდანაშაულო მოსახლეობა. ჩვენ ვუსურვებთ მშვიდობას და სტაბილურობას საფრანგეთს, ჩვენს პარტნიორს და ძალიან მნიშვნელოვან მეგობარ ქვეყანას.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ვართ ძალიან აქტიურ კომუნიკაციაში საფრანგეთის მთავრობასთან, საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან ამ ტერაქტის შედეგად. ჩვენ ავამოქმედეთ ცხელი ხაზი და საკონსულო და საელჩოკომუნიკაციაში იყო ამ საკითხებთან დაკავშირებით“, – განაცხადა მიხელ ჯანელიძემ.

იტვირთბა....