aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ბაქრაძე არამარტო მკვლელი, არამედ მოძალადეცაა” – გამრეკელაშვილის დედა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის დედა, ნათია გაბოძე ამტკიცებს, რომ ვეფხია ბაქრაძემ მისი შვილი ბავშვების თვალწინ მოკლა და მათ დაწვასაც აპირებდა.

მოკლულის დედის თქმით, ყველას შეეწინააღმდეგება, ვინც იტყვის, რომ ბაქრაძეს მისი შვილი ბავშვების თვალწინ არ მოუკლავს.

“რა თქმა უნდა ბავშვები ესწრებოდნენ დანაშაულის ჩადენას. მაგის უარყოფა არაფრით არ შეიძლება. მაგაზე მოვთხოვ აუცილებლად პასუხს. სერიოზულ წინააღმდეგობას გავუწევ ნებისმიერს, ვინც დამისვამს კითხვას – იყვნენ თუ არა იქ ბავშვები. ბავშვებმა თავისი თვალით უყურეს ყველაფერს და მათი თვალიდან არ ამოდის ეს ყველაფერი. ბენზინიც ჰქონდა სახლში და ბავშვების დაწვასაც აპირებდა, მაგრამ ვეღარ მოასწრო. ტანსაცმელი იყო ბენზინიანი და ტყუილად არ დაასხამდა იმ ბენზინს”, – განაცხადა ნათია გაბოძემ.

მისივე თქმით, ვეფხია ბაქრაძე მასზეც ძალადობდა და ამიტომ იყო მასთან ცხოვრების წინააღმდეგი.

“ის ჩემზე ძალადობდა. ის არამარტო მკვლელი, არამედ მოძალადეცაა. ყველაზე უკანასკნელი და აღვირახსნილი ადამიანია. ჩემზე რომ ძალადობდა, იმიტომ ვიყავი მასთან ცხოვრების წინააღმდეგი”, – განაცხადა ნათია გაბოძემ.

 

იტვირთბა....