aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ბასიანის” საქმეზე საპელაციო სასამართლოს მოსამართლემ გადაწყვეტილება მიიღო

aviabiletebi
ავიაბილეთები

“მეტრონომი”: სასამრთლოდან

 

“ბასიანის” საქმეზე საპელაციო სასამართლოს მოსამართლემ სპარტაკ პავლიაშვილმა გადაწყვეტილება მიიღო. მოსამართლემ ბრალდებულ  თამაზ ქვლივიძეს წინაწარი პატიმრობა შეუფარდა. მან  საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება , რომლის მიხედვითაც ქრივიძეს  გირაო 30 ათასი ლარის ოდენობით  ჰქონდა შფარდებული გააუქმა. ბრალდების მხარეს განაჩენი გასაჩივრებული ჰქონდა.

“რა თქმა უნდა,  ბრალდებულს აქვს წარსული კარგი, მაგრამ ეს არ არის მარტო წარსული. თქვენი მეგობარი მრავალჯერ ნასამართლები, მე მის მეგობრებსაც დიდ ყურადღებას ვაქცევ. თქვენი მოქმედება, რაღაცის უარისადმი, თქვენ თქვით, რომ ფეის კონტროლი ვერ გაიარეთ და ამას მოჰყვა ეს დანაშაული, რა უბედურებაა ეს. ამ იარაღის დასმაზე და სისხლის გუბეებზე გირაო, პირდაპირ  გეტყვით, რომ არათანამიმდევრულია რაც არ უნდა დაუშვას სააპელაციო სასამართლომ”,-განაცხადა მოსამართლემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, კლუბ “ბასიანში” 13 იანვარს, დაცვის ორი თანამშრომელი და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილე დაჭრეს.

როგორც ირკვევა, ბრალდებული, რომელიც სასამართლომ 30 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა, 27 წლის თამაზ ქვლივიძეა, რომელიც ბიზნესმენ პაატა ქვლივიძის შვილია.

ავტორი: ნინო ცხადაია

იტვირთბა....