aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“დღეს საქართველო, ხვალ უკრაინა, შემდეგ ბალტიისპირეთის ქვეყნები და შემდეგი იქნება პოლონეთი”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობის და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ ლატვიის, ლიეტუვას და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან და უკრაინის ვიცე პრემიერთან ერთად გამართულ შეხვედრას.”ხანგრძლივი მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის – 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ“ – ასე დასათაურდა შეხვედრის ფორმატი.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის ვიცე პრემიერმა, პავლო როზნეკომ ლეხ კაჩინსკის სიტყვები გაიხსენა:

„არ შემიძლია არ გავიხსენო ლეხ კაჩინსკის სიტყვები. დღეს არის საქართველო, ხვალ უკრაინა, შემდეგ ბალტიისპირეთის ქვეყნები და შემდეგი იქნება პოლონეთი. სამწუხაროდ მისი სიტყვები გამართლდა. 4 წელია უკრაინა ებრძვის რუსულ აგრესიას. ამიტომაც ჩვენ ყველამ ჩვენს პარტნიორებთან, ნატოსთან, ევროკავშირთან, მთელი  ცივილიზებული სამყაროდან უნდა გავაძლიეროთ ძალისხმევა  რუსული აგრესიის წინააღმდეგ  ბრძოლისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა“, განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა პავლო როზენკომ.

იტვირთბა....