aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ახლახანს: ბათუმში ქალს მატარებელი დაეჯახა

aviabiletebi
ავიაბილეთები

როგორც ადგილობრივები იუწყებიან, ბათუმში სატვირთო მატარებელი 44 წლის ქალს დაეჯახა. ქალს მძიმე დაზიანება სახეზე აქვს მიღებული. იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გადაიყვანა.
როგორც ირკვევა, 44 წლის ქალი გზიდან მატარებლის ლიანდაგზე გადადიოდა, რა დროსაც სატვირთო მატარებელი დაეჯახა. შემთხვევა რამდენიმე ხნის წინ მოხდა.
საქართველოს შინაგან საქმეთ სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ 275-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

იტვირთბა....