aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმში მოკლული ბავშვის ძიძა: “ბავშვი სასტიკად იყო ნაცემი”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის ძიძამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ  ბავშვი სასტიკად იყო ნაცემი. როგორც თამარ ახალაძემ განმარტა, მკვლელობის დროს ეჭვმიტანილთან ერთად კიდევ ერთი ქალბატონიც იმყოფებოდა.

„ჩემი რძალი ორი თვიდან ზრდიდა ბავშვს, ამ გოგოს ხშირად მიჰყავდა. დედამ დაგვირეკა, სასეირნოდ მიდიან და ბავშვი მიუყვანეთო. სამ დღეში უნდა დაებრუნებიათ. აღარ მოგვიყვანეს. ვკითხულობდით სულ, ბავშვს რატომ არ აბრუნებდნენ. დედამ იცოდა და გვეუბნებოდა, მე თვითონ მოვიყვან, რომ დავრუნდები საქართველოშიო. ბავშვი იყო სასტიკად ნაცემი, უნდა დაისაჯოს მეორე ქალიც ვინც წაიყვანა, იქ ცხოვრობდა ესეც. ბავშვს ორივე სცემდა,-” განაცხადა თამარა ახალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოში 4 წლის ბავშვის მკვლელობაში ეჭვიმიტანილი უზბეკეთის მოქალაქის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დაახლოებით ორი თვის წინ ბათუმში აეროპორტის გზატკეცილზე ბრალდებული უზბეკეთის მოქალაქე სარა მირბობოიება 4 წლის გოგონას ფიზიკურად გაუსწორდა და მოკლა. ცხედარი სამართალდამცავებს ჩააბარა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

იტვირთბა....