aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ბათუმში მე-5 კლასის მოსწავლეზე სავარაუდო ძალადობის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბათუმში ერთ-ერთი საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეზე სავარაუდო ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც “ბათუმელებს” სკოლაში განუცხადეს, მეხუთეკლასელ ბიჭს, როცა ის სახლიდან სკოლაში მოდიოდა, გზაზე მასზე ბევრად უფროსი ბიჭები დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ერთ-ერთი ვერსიით, ბიჭები მოზარდს ფულს სძალავდნენ. თუმცა, როგორც სკოლის დირექტორი გვეუბნება, მეხუთეკლასელი ბიჭი ჩხუბის ფაქტს შეესწრო და სხვასთან რომ არ გაემხილა, ამის გამო უფროსი ბიჭები აშინებდნენ.

„მე როგორც ვიცი, 2-3 ჯერ დახვდნენ  ამ ბავშვს და იყო ხელით შეხების შემთხვევებიც. ჩანთა წაართვეს და როცა ბავშვი გაეკიდა წასართმევად, კორპუსის ეზოში შეიტყუეს და იქ ცდილობდნენ  მის დაშინებას. ფულის გამოძალვაზე მე არ მაქვს ინფორმაცია,“ – ამბობს დირექტორი.

როგორც სკოლის ადმინისტრაციაში განმარტავენ, მომხდარის შესახებ სკოლამ ბავშვის ოჯახისგან შეიტყო.

„დედა იყო მოსული სკოლაში და გვითხრა, რომ ბავშვს პრობლემები ჰქონდა, რომ სკოლაში წამოსვლის ეშინოდა“.ამის შემდეგ სკოლის მანდატურმა მიმართა პოლიციას და ბავშვი და მშობელიც გამოკითხეს.კლასის დამრიგებლის თქმით, ბავშვის დაშინება დაახლოებით ერთ თვეს გრძელდებოდა. „კლასში არ ემჩნეოდა ცვლილება. ზოგადად, მშვიდი ბავშვია, გულჩათხრობილი. ახლა ფსიქოლოგიც მუშაობს ბავშვთან“, – აცხადებენ ადმინისტრაციაში.

შსს-ის ცნობით,  მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126 მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

იტვირთბა....