aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“საქართველო მზად არის წვლილი შეიტანოს შავი ზღვის უსაფრთხოებაზე”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბათუმში თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე, მონაწილეებს სიტყვით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მიმართა. ლევან იზორიამ უსაფრთხოების კუთხით საქართველოს როლსა და წვლილზე გაამახვილა ყურადღება. იზორიას განცხადებით, საქართველო მზად არის წვლილი შეიტანოს შავი ზღვის უსაფრთხოებაზე ნატო-ს ახლებური ხედვის განხორციელებაში.

„საქართველოს როგორ სანდო და ღირსეული პარტნიორი, აგრძელებს მონაწილეობას როგორც საერთაშორისო მისიებში ავღანეთში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში და მალიში, მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოების განსამტკიცებლად. ამავდროულად საქართველო მზად არის, წვლილი შეიტანოს შავი ზღვის უსაფრთხოებაზე ნატო-ს ახლებური ხედვის განხორციელებაში, არც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ჩვენს დამკვიდრებას ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოების სივრცეში,“-განაცხადა ლევან იზორიამ.

ქალაქ ბათუმში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია (GDSC) მიმდინარეობს. კონფერენცია საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გახსნა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა სიტყვით გამოსვლისას უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებზე ისაუბრა, კონფერენციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და მონაწილეებს ნაყოფიერი მუშაობა უსურვა.

მინისტრის შემდეგ, მონაწილეებს სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მიმართეს.

საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს, საერთაშორისო ექსპერტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს უმასპინძლებს, რომლებიც დღევანდელი საერთაშორისო წესრიგის წინაშე არსებული უმნიშვნელოვანესი გამოწვევების შესახებ ინტერაქტიული პლენარული სხდომებისა და ღია დისკუსიების ფორმატში ერთმანეთს საკუთარ მოსაზრებებსა და ხედვებს გაუზიარებენ.

წელს საერთაშორისო ფორუმის საპანელო განხილვები შემდეგ თემებს ეხება: ნატო ვარშავის სამიტის შემდეგ, ტოტალური თავდაცვა, ჰიბრიდული და ასიმეტრიული საფრთხეები, ევროპული უსაფრთხოების მომავალი და ცვალებადი უსაფრთხოების გარემო შავი ზღვის რეგიონში.

კონფერენციის მიზანი არსებულ დინამიურ გარემოსთან საპასუხო ნაბიჯების გააზრება, შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონში არსებული საფრთხეებსა და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაში ამ რეგიონის მნიშვნელობაზე მსჯელობაა.

იტვირთბა....