aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს: ბათუმში 12 წლის გოგონას გაუპატიურების ფაქტი არ დასტურდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბათუმში 12 წლის გოგონას გაუპატიურების ფაქტი არ დასტურდება. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყებაში ამბობენ, რომ პირველადი ინფორმაციით, ხელვაჩაურში, 12 წლის გოგონას მიმართ გაუპატიურებას ადგილი არ ჰქონია. გაუპატიურების ფაქტს არც გამოკითხული არასრულწლოვანი ადასტურებს და არც შესაბამისი განცხადება არ არის შესული. აღნიშნულ დანაშაულში მეზობელი ფიგურირებს.

როგორც შსს-ში “მეტრონომს” განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვანზე სექსუალურ კავშირს გულისხმობს, რომელიც თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ითვალისწინებს.

იტვირთბა....