aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ბათუმის საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა პოლიცია გამოიძახეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბათუმის საკრებულოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა საკრებულოში პოლიცია გამოიძახეს. როგორც პარტიის წევრმა, მირდატ ქამადაძემ განაცხადა, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები დღეს საკუთარ სამუშაო ოთახში ვერ შევიდნენ, რადგან იქ “ქართული ოცნება” განთავსდა. ოპოზიციის წარმომადგენლის განცხადებით, სამუშაო ოთახის შეცვლის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდეს. ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.

მირდატ ქამადაძე ამბობს, რომ არ იციან მათი ნივთები სად არის, რის გამოც საკრებულოში პოლიცია გამოიძახეს.

“დილით გადმოგვეცა ბრძანება ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” იმ კაბინეტიდან გამოძევების შესახებ, სადაც წლების განმავლობაში ვმუშაობდით. ეს ხელისუფლება კაბინეტებისთვის მოვიდა. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის, სულიკო თებიძის მთავარი სურვილია კომფორტი მოიწყონ. გუშინ კაბინეტი დავკეტეთ და წავედით, დღეს კი ასეთი სიტუაცია დაგვხვდა. “ნაციონალური მოძრაობის” წევრების კაბინეტში “ქართული ოცნება” განთავსდა”,- განაცხადა მირდატ ქამადაძემ.

 

იტვირთბა....