aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

სამართალდამცავებმა ბათუმის მერიის თანამშრომელი დააკავეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბათუმის მერია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ სამართალდამცველებმა 20 სექტემბერს ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილების უფროსი სპეციალისტი დააკვეს. საქმეზე  გამოძიება დაწყებულია, ხოლო ბათუმის მერია სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობს და მიმდინარე გამოძიებას ხელს უწყობს.

“მიმდინარე წლის 20 სექტემბერს სამართალდამცავი ორგანოების მიერ დაკავებული იქნა ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილების უფროსი სპეციალისტი. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

ბათუმის მერია თანამშრომლობს და ხელს უწყობს მიმდინარე გამოძიებას, რათა საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ყველა მოხელის მიმართ, ვინც არაკანონიერ ქმედებებს ჩაიდენს, მიიღება მკაცრი ზომები, როგორც მერიის, ასევე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. მოვუწოდებთ მერიის სტრუქტურაში მომუშავე თითოეულ თანამშრომელს, ნუ შელახავენ მერიის სტრუქტურაში მომუშავე საჯარო მოსამსახურეების ღირსებასა და პატივს,”- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ბათუმის მერია ავრცელებს.

იტვირთბა....