aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმის მერიას 2016 წელს თანამშრომლების პირად მანქანებზე საწვავი დაუსაბუთებლად აქვს გაცემული

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბათუმის მერიას 2016 წელს თანამშრომლების პირად მანქანებზე საწვავი დაუსაბუთებლად აქვს გაცემული. ინფორმაციას აუდიტის სამსახური ავრცელებს.

აუდიტის დასკვნაში წერია, რომ მერიის ბალანსზე 62 ავტოსატრანსპორტო საშუალება ირიცხება. თუმცა, მერია წლის განმავლობაში სარგებლობდა 42 ერთეული ისეთი ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რომელიც არ ირიცხება მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე და მერიის საჯარო მოსამსახურეების პირად საკუთრებაშია.

ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გაცემულია 38,773 ლარის ღირებულების 28,435 ლიტრი საწვავი. მერიამ აუდიტის სამსახურს ვერ წარუდგინა გაცემული საწვავის სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისათვის ხარჯვის დოკუმენტური დადასტურება.

ასევე, მერის შესაბამისი ბრძანებით, საწვავის ლიმიტი განსაზღვრულია მორიგე ავტომანქანებზე, რომელიც გამოიყოფა ყოველი კონკრეტული მოთხოვნის საფუძველზე კონკრეტულ თანამშრომელზე. ასეთ შემთხვევაში 2016 წელს სულ გახარჯულია 6,941 ლიტრი საწვავი, საიდანაც 3,570 ლიტრი საწვავის ხარჯვაზე მერიამ აუდიტის სამსახურს მიზნობრიობის დამდასტურებელი დოკუმენტები ვერ წარუდგინა.

ბათუმის მერიას აუდიტის სამსახური აძლევს რეკომენდაციას, შეიმუშაოს ტრანსპორტის მოვლა-შენახვისა და ექსპლუატაციის ხარჯების ოპტიმიზაციის გეგმა და ასევე განსაზღვროს კრიტერიუმები, რომლის გათვალისწინებითაც თანამშრომლებს განპიროვნებული ავტომანქანებს გადასცემს. ამას გარდა, მერიას მოუწევს პირად მფლობელობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე საწვავის ლიმიტების დადგენა.

იტვირთბა....