aviabiletebi
არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ახლადარჩეული მერები მუშაობას 12 ნოემბრიდან დაიწყებენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

2017 წლის 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტურის შედეგად 64-დან არჩეული 58 მერი უფლებამოსილების შესრულებას 12 ნოემბრიდან დაიწყებს. (საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან მე-11 დღეს).

ცესკო-ს ცნობით, ზემოაღნიშნული 58 თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მოქმედი მერები და გამგებლები საკუთარ უფლებამოსილებას 11 ნოემბრის ჩათვლით ასრულებენ.

შეგახსენებთ, რომ თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტური 12 ნოემბერს 6 საარჩევნო ოლქში გაიმართება. ამომრჩეველი აირჩევს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის და თვითმმართველი თემების: ყაზბეგის, ხაშურის, ბორჯომის, ოზურგეთისა და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერებს.

იტვირთბა....