aviabiletebi
აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ახალ პრეზიდენტს უშიშროების საბჭოს შემცვლელი სტრუქტურა უნდა დახვდეს“

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემცვლელი სტრუქტურის დაუყოვნებლივ შექმნას ითხოვს.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა  ბათუმში მიმდინარე თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა,  უშიშროების საბჭოს გაუქმება, სტრატეგიული პარტნიორებისგანაც პრობლემად არის აღიარებული.

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, არ შეიძლება ქვეყნის არც ერთი დღით დატოვება ასეთი სტრუქტურის გარეშე. მინდა მოვუწოდო კოლეგებს, სასწრაფოდ შესრულდეს ის დაპირება, რომ უშიშროების საბჭოს შემცვლელი სტრუქტურა შეიქმნებოდა. ეს სტრუქტურა უნდა დახვდეს ახალ პრეზიდენტს“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

იტვირთბა....