aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ახალ პრეზიდენტს მოუწევს ადვოკატობა და ყველა ქვეყანაში იმის თქმა, რომ რუსეთი თავს დაესხა საქართველოს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საერთაშორისო კონფერენციაზე, “მსოფლიო თავდაყირა – 2018″  განაცხადა, რომ ახალმა პრეზიდენტმა ყველა ქვეყანაში უნდა თქვს, რომ რუსეთი თავს დაესხა საქართველოს.

მისივე თქმით, პატივს სცემს შემდეგ პრეზიდენტს და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ის.

„მე პატივს ვცემ ინსტიტიტს, რომლისთვისაც 5 წელი ვიბრძოდი. ბევრი ბრძოლა წაგებული აღმოჩნდა, მათ შორის ეროვნულ საბჭოსთან დაკავშირებით. რთულია სიტუაცია სასამართლოებთან დაკავშირებით. მას მოუწევს ადვოკატირება საქართველოსი და უნდა თქვას ყველა ქვეყანაში, რომ რუსეთი თავს დაესხა საქართველოს. ეს არ უნდა გამართლდეს. ნებისმიერი, ვინც ამას გაამართლებს, არის ისტორიის ბნელ მხარეს, ის არის რუსეთის მხარეს. პრეზიდენტი არის უმაღლესი მთავარსარდალი და ჯარისკაცებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ იარაღი უჭირავთ და იცავენ მოქალაქეებს, როცა ისინი იბრძვიან, მათ ბრძოლას კითხვის ნიშნის ქვეშ არავინ დააყენებს” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

იტვირთბა....