aviabiletebi
ახალი ამბები სამართალი

ახალქალაქში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი გადაიდო

aviabiletebi
ავიაბილეთები

ახალქალაქში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით  სასამართლო პროცესი გადაიდო. რადგან, „ქართული ოცნებისა“ და გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას დაშავებულებმა სასამართლო პროცესზე გამოცხადება ვერ მოახერხეს.

დაშვებულების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ისინი სასამართლოში გამოცხადებას, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მომდევნო 20 დღის განმავლობაში ვერ შეძლებენ.

შეგახსენებთ, ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ მუხლი გადაკვალიფიცირდა და გამოძიება სსკ-ის 126 მუხლის I პრიმა ნაწილით გრძელდება.

პარტია „ქართული ოცნების“ მზარდამჭერებს სისხლის სამართლებრივი, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერ 2 წევრს ადმინიტსრაციული პასუხისმგებლობა განესაზღვრათ.

ამავე თემაზე: ახალქალაქში მომხდარი დაპირისპირებისას დაშავებულები, ექიმების რეკომენდაციის მიუხედავად, საავადმყოფოს არ ტოვებენ 

იტვირთბა....