aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“უვიზო მიმოსვლის მექანიზმი შესაძლოა ახალი წლიდან ამოქმედდეს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

დეპუტატი  ზვიად კვაჭანტირაძის თქმით, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მექანიზმი შესაძლოა ახალი წლიდან ამოქმედდეს.
“ევროპარლამენტიდან გვაცნობეს, რომ როგორც ჩანს შეთანხმება შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით უკვე მიღწეულია. პრაქტიკულად, შესაძლებელია ისიც, რომ უკვე შემდეგ სხდომაზე მომავალ კვირაში ევროპარლამენტში კენჭისყრაც შედგეს საქართველოსა და უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების თაობაზე. ეს მექანიზმი უნდა ვივარაუდოთ, რომ ჩაირთვება ახალი წლიდან. კონკრეტულ რიცხვს ვერ დაგისახელებთ, მაგრამ – უახლოეს მომავალში. ჩვენთვის მთავარი იყო, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება საბოლოოდ ყოფილიყო მიღებული”,- განაცხადა კვაჭანტირაძემ.

ასევე სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე იმედოვნებს, რომ 2017 წლის დასაწყისში საქართველოს მოქალაქეები უვიზო მიმოსვლით ისარგებლებენ, თუმცა კონკრეტული თარიღის დასახელებისგან თავს იკავებს.
“უვიზო მიმოსვლის საკითხი ძალიან მალე, 2017 წლის დასაწყისში გადაწყდება. არანაირი ბარიერი აღარ არსებობს, პრაქტიკულად პროცედურული საკითხიც ამოწურულია და ეს იმას ნიშნავს, რომ დარჩა მხოლოდ კენჭისყრა. მოდით, ნუ ვისაუბრებთ კონკრეტულ დროზე, შესაძლოა კენჭისყრა მომავალ კვირასაც დაინიშნოს, ან შესაძლოა გარკვეულ საქმეთა რაოდენობიდან გამომდინარე წლის ბოლოს ეყაროს კენჭი“, – განაცხადა დოლიძემ.

იტვირთბა....