aviabiletebi
ახალი ამბები კრიმინალი მთავარი

„ახალგაზრდები ჩამისხდნენ როგორც კლიენტები“: ტაქსის მძღოლი დაყაჩაღების შესახებ ყვება

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

დილიდან  დიღომში, რესტორან „ჭაშნაგირთან“ სამართალდამცავები ავტომობილს და მის მიმდებარე ტერიტორიას ჩხრეკენ. ადგილობრივების ინფორმაციით,  საგამოძიებო მოქმედებებს „მერსედესის“ მარკის ტაქსში და მიმდებარე ტერიტორიაზე ატარებენ. როგორც ისინი „მეტრონომთან“ საუბარში ამბობენ, სავარაუდოდ მგზავრმა ტაქსის მძღოლი დააყაჩაღა.

ხოლო დაზარალებულმა პოლიცია გამოიძახა. მოსახლეობის ინფორმაციით, დამნაშავეებმა გაქცევა შეძლეს  და პოლიცია მათ დასაკავებლად მიმდებარე ტერიტორიაზე სამძებრო ღონისძიებებს ატარებს.

ტაქსის მძღოლი აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს და ამბობს, რომ ახალგაზრდები მას როგორც კლიენტები ისე ჩაუსხდნენ და „ჭაშნაგირთან“ მიყვანა სთხოვეს. ადგილზე მისვლის შემდეგ კი მას მუქარის ძალით თანხა წაართვეს. მძღოლი არ აკონკრეტებს მათ რა რაოდენობის თანხის წაღება მოახერხეს.

შინაგან საქმეთ სამინისტროში „მეტრონომს“ განუცხადეს, რომ საგამოძიებო მოქმედებები ყაჩაღობის 179-ე მუხლით მიმდინარეობს. დამნაშავე პირების დასაკავებლად კი სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.

იტვირთბა....