aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აჭარის უმაღლესი საბჭო ხელფასებისთვის საჭირო თანხას ზრდის

aviabiletebi
ავიაბილეთები

მიმდინარე წლის 17 მაისის დადგენილებით, აჭარის უმაღლესმა საბჭომ, მომავალი წლის საკუთარი ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. პროექტის მიხედვით, უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტი 2019 წელს, მიმდინარე წელთან შედარებით 200 000 ლარითაა გაზრდილი.

უმაღლესი საბჭოს 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, უცვლელი რჩება საბჭოში დასაქმებულთა რაოდენობა საშტატო ერთეული, თუმცა 105 900 ლარით იზრდება შრომის ანაზღაურებისთვის საჭირო თანხა.
შესაბამისად, საბჭოს წევრებისა და იქ დასაქმებულთა ხელფასებისთვის, პროექტში, 3 433 200 ლარია გათვალისწინებული.

ამ პროექტით განსაზღვრული თანხები აჭარის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტში უნდა აისახოს.

იტვირთბა....