aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აჭარის მთავრობამ 75 ძროხაში ნახევარი მილიონი ლარი გადაიხადა (ვიდეო)

aviabiletebi
ავიაბილეთები

აჭარის ავტონომიური  რესპუბლიკის მთავრობამ 75 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შესაძენად 499 875 ლარი დახარჯა. აღნიშნული თანხა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გამოყო. აჭარის მთავრობამ ჯიშიანი ძროხები დანიის სამეფოდან შემოიყვანა.

„მეტრონომი“ დაუკავშირდა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს. მინისტრის თანაშემწემ როინ გოგაძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ საქონელი სარძევე ჯიშისაა და ამიტომ დაუჯდა აჭარის მთავრობას ასე ძვირი.

„თანხის 80% გადაიხადა სამინისტრომ დანარჩენი თანხა ფერმერებმა დაფარეს. ერთი პირუტყვი  6650 ლარი ჯდება და 1333 ლარი გადაიხადა ფერმერმა“ – ამბობს გოგაძე.

მისივე განცხადებით, ფერმერებს ძროხების შესაძენად რამდენიმე კრიტერიუმი უნდა დაეკმაყოფილებინათ. სავალდებულო იყო რამდენიმე ძროხის ყოლა და ფერმის კარგი მგდომარეობა.

იტვირთბა....