aviabiletebi
ახალი ამბები პოლიტიკა

აშშ-ში ვიზიტს პოზიტიური შეფასებები მოჰყვა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრეზიდენტის პრესამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის  თანაშემწის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკს შეხვდა.

შეხვედრისას ბრიჯიტ ბრინკმა საქართველოს პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტი შეაფასა, და აღნიშნა, რომ გიორგი მარგველაშვილის ვიზიტის დროს განხილულ საკითხებს ვაშინგტონში პოზიტიური შეფასებები მოჰყვა.

საქართველოს პრეზიდენტმა და ბრიჯიტ ბრინკსმა  რეგიონში უსაფრთხოების მიმართულებით არსებული  მდგომარეობა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებაც განიხილეს.

ბრინკმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს პრეზიდენტის განსაკუთრებულ როლზე ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში.

მხარეებმა ამერიკასა და საქართველოს შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის მნიშვნელობაზეც იმსჯელეს და აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების დიდი პოტენციალი არსებობს.

იტვირთბა....