aviabiletebi
მსოფლიო

 აშშ-ს ორი უპილოტო საფრენი აპარატი ახლო აღმოსავლეთში ჩამოვარდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.

კავშირი აპარატთან მაშინ შეწყდა, როცა ის ბაღდადის საჰაერო სივრცეში იმყოფებოდა. აპარატი მოგვიანებით ერაყელმა სამართალდამცავებმა იპოვეს და ამერიკულ მხარეს გადასცეს. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
მეორე უპილოტო საფრენი აპარატი თურქეთის სასაზღვრო პროვინცია ჰატაიში ჩამოვარდა.

პენტაგონის ინფორმაციით, საფრენი აპარატი საბრძოლო მისიის დროს ჩამოვარდა და ამერიკულ მხარეს გადაეცა.
როგორც პენტაგონში აცხადებენ, ორივე ინციდენტის გამოძიება დაწყებულია.

 

იტვირთბა....